IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილების ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ,“– წერს ფაშინიანი “ტვიტერის” გვერდზე.

შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ბისოში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა,  3 კი მძიმედ  დაშავდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება