IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ნათელაშვილის ფანჩატურის „გაერთიანებულმა ნაცებმა“ ამჯერად ერთ-ერთი სასტუმროს ჭერქვეშ ხელი მოაწერეს დეკლარაციას ე.წ. ხმების დაცვასთან დაკავშირებით. საგულისხმოა ის უტყუარი, არსებული მოცემულობა, რომ არაერთი კვლევითა და საზოგადოების აშკარა განწყობებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს 31 ოქტომბერს და ყოველგვარი კოალიციის გარეშე ჩამოაყალიბებს მთავრობას”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დონის არჩევნები მოიგო და ეს არაერთხელ საჯაროდ აღიარეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა.

„გაერთიანებული ნაცებისა“ და მასში შემავალი პოლიტიკური ინდმეწარმეების ( ვოლსკის დავესესხები ) დეკლარაციონობანა კი ფანჩატურელებისა და მათი მიმდევრების გარდა არავის აინტერესებს. 2012 წლიდან მოყოლებული „ქართულმა ოცნებამ“ ყველა დონის არჩევნები მოიგო. არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. ეს არაერთხელ საჯაროდ აღიარეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. დიდი იმედია და სურვილია, რომ პანდემია ხელს არ შეუშლის უფრო მეტი უცხოელი დამკვირვებლის ჩამოსვლას საქართველოში. ნაცოპოზიციონერებმა კი ირბინონ, იღრიალონ და ფუჭად დაიმუქრონ. ეს პერფორმანსები გვინახავს, არ გვიკვირს, იაფფასიანი ტრაგიკომიკური ჟანრია. მოუთმენლად ველი კონსტრუქციული ოპოზიციის გაძლიერებას მომავალი”, – წერს გია აბაშიძე.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება