IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 180 ადამიანიდან ვირუსი არცერთს არ დაუდასტურდა.

ლენტეხის დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, გოგი ლიპარტელიანის ინფორმაციით, 28 პირს თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მიეცა. მათ მედიკოსები დააკვირდებიან და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განმეორებითი ტესტები ჩაუტარდებათ.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

სულ 1 421 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1 137-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება