Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული. ოჯახი რამით უნდა არჩინოს – ზურაბ ქადაგიძე ამერიკელ გენერალზე

მარშალ პრესი 10/01/2023
ზურაბ ქადაგიძე

გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლიც სტუმრობდა, რომელმაც პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს, მაგრამ ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიას არ გაუშუქებია და არც რომელიმე არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი გამხდარა.

„ცოტა ხნის წინ, თბილისს ევროპის მოკავშირეთა ძალების სარდალი, გენერალი კრისტოფერ კავოლი სტუმრობდა. პრემიერ მინისტრთან შეხვედრაზე, ამერიკელმა გენერალმა დაადასტურა საქართველო-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლს… თუმცა, ეს ამბავი არცერთ ოპოზიციურ მედიასა, თუ არასამთავრობო პლატფორმაზე საუბრის საგანი არ გამხდარა. რატომ? იმიტომ, რომ სადაც საქართველოს პოზიტიურ როლსა და წარმატებაზეა საუბარი, იქ გლობალური ომის მხარდამჭერ მედიებსა და არასამთავრობოებს არაფერი ესაქმებათ… ახლა კი ამ გადამდგარ გენერალს დაატარებენ ეთერ-ეთერ, რადგან პირდაპირ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ გააკეთა განცხადება. ჰო და ჩვენი რადიკალებიც ხომ ასეთი ბუნების არიან? მთავარია სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედება… ისე ამ ბენ ჰოჯესისაც მესმის, გადამდგარია, პენსიაზე გაშვებული. ოჯახი რამით უნდა არჩინოს, ამიტომ კარგი საშოვარი ნახა ჩვენი “უსამშობლო ნაძირლების” დაფინანსების ხარჯზე!“ – წერს ქადაგიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: დარწმუნებული ხართ ბატონო გენერალო რასაც ამბობთ? – ლევან ნიკოლეიშვილი ბენ ჰოჯესის განცხადებაზე
Next: ბენ ჰოჯესი ამბობს იმას, რაც დაუწერეს და რისი თქმაც დაავალეს – თამთა მეგრელიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.