ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი აღშფოთდა, როდესაც ნიკა მელიას საუბრის ჩანაწერის შესახებ გაიგო.
„არ იცოდა, მე მოვუყევი, აღშფოთდა და თქვა, რომ რა დროს ჩანაწერებია. ეს ყველაფერი სისულელეა და ახლა ამის დრო არ არისო. რაღა დროს კადრები, მოსმენებიაო, დაახლოებით ასეთი კომენტარი გააკეთა“,-განაცხადა ხაჭაპურიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.
