ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ჩემთვის პოლიტპატიმარია ის, ვისაც პოლიტიკური მიზეზებით აკავებენ, სააკაშვილის შემთხვევაში ეს არ მომხდარა

651
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიო გზავნილი მიიღო ევროპარლამენტიდან – არ წასულიყო საქართველოში, რათა არ მომხდარიყო სიტუაციის ესკალაცია, მაგრამ მან გადაწყვიტა წასულიყო და სხვაგვარად მოქცეულიყო. მე მინდა ამ საკითხზე მკაფიო ვიყო, რადგან არიან ადამიანები, ვინც მის პოლიტპატიმრობაზე საუბრობს. პირი იყო მსჯავრდებული სხვადასხვა საქმეზე და მან გადაწყვიტა ქვეყანაში საზღვრის უკანონოდ გადაკვეთით შესვლა და სიტუაციის გამწვავება. ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა განაცხადა.

„ევროპარლამენტიდან ჩემმა კოლეგებმა ის მკაფიოდ გააფრთხილეს, არ წასულიყო არჩევნებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, მან გადაწყვიტა სხვაგვარად მოქცეულიყო და ეს ცხადყოფს მიზანს, რაც დაძაბულობის შექმნას უკავშირდება. როდესაც საქართველოდან ახალ ამბებს ვაკვირდები, მუდმივად ერთსა და იმავე თემატიკას ვხედავ და არ არის საუბარი სოციალურ კეთილდღეობაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე. მე ვისურვებდი ქვეყნის ნორმალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დაბრუნებას. არჩევნების პირველი ტური დასრულდა, საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებები იყო პოზიტიური. როდის დაუბრუნდება საქართველო ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას? ჩემთვის პოლიტიკური პატიმარი არის პიროვნება, რომელიც მშვიდობიანად ცხოვრობს ქვეყანაში და მას პოლიტიკური მიზეზებით აკავებენ. ეს სააკაშვილის შემთხვევაში არ მომხდარა. აქ მთავარია ის, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა არაკანონიერი გზით შესულიყო ქვეყანაში“, – აღნიშნა ნაჩო სანჩეს ამორმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება