სისხლიანი გარჩევით დასრულებული “ბოლო ზარი” – რა მიზეზით დაჭრეს წყალტუბოში მე-12 კლასელი

282
წაკითხვა/ნახვა

სკოლის მოსწავლის დაჭრაში სავარაუდო ეჭვმიტანილი წყალტუბოს პოლიციაში საკუთარი ფეხით დაახლოებით ერთი საათის წინ მივიდა.

სავარაუდო ეჭვმიტანილის ბებიამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდებს შორის ჩხუბი გოგოს გამო მოხდა. დაპირისპირება სკოლის მოსწავლესა და ახლგაზრდა მამაკაცს შორის წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის ეზოში ბოლო ზარის შემდეგ მოხდა. დაჭრილია მე-12 კლასელი.

სკოლის მოსწავლეს ცივი იარაღით ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლის ეზოში ამბობენ, რომ ვერაფერი გაიგეს, რადგან ჩხუბის დროს სასწავლო პროცესი დასრულებული იყო. დეტალები არ იციან არც მასწავლებლებმა, არც დირექტორმა და არც მანდატურის სამსახურის წარმომადგენელმა, თუმცა სამივე ამობს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობენ.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები
მოწონება