Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აგვისტოს ომის საქმეზე მთავარ პროკურატურაში ახალი განცხადება შედის

მარშალ პრესი 09/01/2023
0550

10 იანვარს 10.00 საზოგადოებრივი პლატფორმა “დაიცავი მშვიდობა”, საქართველოს გენერელურ პროკურატურაში, მთავარი პროკურორის სახელზე ოფიციალურად შეიტანს განცხადებას, 2008 წლის ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით”- ნათქვამია მოძრაობა “დაიცავი მშვიდობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის წარმომადგენლებიც მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს მიმართავენ.

“სანამ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის ავტორი-დამნაშავე პირები დაუსჯელნი იქნებიან, საქართველოს ომში ჩართვის მსურველნი არ დაილევა. შემოუერთდით ჩვენს ინიციატივას!

სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობამ, მშვიდობის შენარჩუნებისთვის ბრძოლამ და გამოძიების დაუსაბუთებელმა გაჭიანურებამ, საზოგადოებაში გაამძაფრა მოთხოვნა 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლის და გამოძიებისა. ამისათვის შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა „ დაიცავი მშვიდობა“, რომელიც გამოძიების დაწყების ინიციატივით გამოდის და ამ პროცესზე დააწესებს საზოგადოებრივ კონტროლს.

რუსეთთან დანაშაულებრივი გარიგებები, დახოცილი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის მიერე ოკუპირებული და აღიარებული ტერიტორიები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოშლა და სრული ოკუპაციის საფრთხე, რუსეთისთვის ხელუხლებლად გადაცემული შეიარაღება, უამრავი დევნილი და სახლ-კარ წართმეული ოჯახი, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ომის დაწყების საერთაშორისო აღიარება, ევროკავშირის რეზოლუციაში ომის დაწყების დაფიქსირება, ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, დევნილთათვის გამოყოფილი მილიარდიანი დახმარებების გაფლანგვა- მითვისება, ჯამში კი საქართველოს მარცხი ! ეს არის მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მთავარსარდლობით მოტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები!

სახეზეა სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი უმძიმესი დანაშაული: სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა; მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა; მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და სხვა.

მიგვაჩნია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს 2006 წლის კოდორის მოვლენებით, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით მტრად გამოაცხადეს კოდორის ხეობის მცველი მოსახლეობა, განახორციელეს უკანონო სისხლისსამართლებრივი დევნა, ხეობა დატოვეს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთისთვის კოდორის ხეობის და ძვირადღირებული შეიარაღების გადაცემის საფუძველი გახდა. ასევე შესასწავლია, თუ რა მოლაპარაკებებს აწარმოებდა მაშინდელი ხელისუფლება რუსეთთან. რა ინტერსები გააჩნდა აშშ სენატორ მაკ კეინს და სხვა უცხოელ აქტორებს ომის დაწყებასთან და სხვა.

მიუმხრობელი და სამართლიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იქნება გამოცდილი სპეციალისტებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფის შექმნა.
გთხოვთ, ორგანიზება გაუკეთოთ საგამოძიებო ჯგუფის შექმნა და გამოძიების დროულად დაწყებას.

ჩვენ მზად ვართ აქტიური დახმარება გაგიწიოთ ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში და ვითანამშრომლოთ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან! “- ნათქვამია საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: ახლა მესმის, რა მოხდა, როცა სააკაშვილი დაიჭირეს უკრაინაში – ნუკა არველაძე
Next: მერამდენედ უნდა მოვისმინოთ ბატონი კასიანოვისგან კონტექსტიდან ამოვარდნილი მოსაზრებები და განცხადებები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.