Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა – მეუფე იაკობი სააკაშვილზე

მარშალ პრესი 09/01/2023
მეუფე იაკობი

გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა – მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

„ვიღაცები, სხვა ქვეყანაში რომ ცხოვრობენ, თუნდაც თანამდებობებზე არიან და ჭკუას გვასწავლიან ვითომ. ჭკუა მათ უნდა ისწავლონ, იმიტომ რომ ის, რასაც აკეთებენ, ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლა. დღევანდელ სიტუაციაში ქართველი ხალხის იგნორირება არ შეიძლება. კონკრეტულ ლიდერებს კი არ უნდა დაუჭირონ მხარი, ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. შაჰ-აბასზე და თემურ-ლენგზე ტყუილად არ ვლაპარაკობდი… შენ რა იცი, უცხოელმა, ჩემს ისტორიაში ვინ არის კარგის გამკეთებელი? რომ მეუბნები, რომ ვიღაც დემოკრატიის შუქურაა, შენთვის შეიძლება იყოს, ჩემთვის კი, იქნებ, გავა წლები და შეიძლება მათ რიგებში ჩავაყენოთ… გმირი კაცი ერშიც გმირია, ბრძოლაშიც გმირია და ციხეშიც გმირია. გადაგვაყოლეს ახლა – მე გამოვიდოდი და თვითონ ვიტყოდი, რომ დამენახა კაცური საქციელი. ხომ ხედავს, როგორია ხალხის რისხვა, გამოსულიყო და ეთქვა – მინდოდა, კარგი ქვეყანა ამეშენებინა, მაგრამ მეც ვერ მივაქციე ყურადღება, ვიღაცამ რაღაც დააშავა, ჩემი ბრალია… ხომ სხვანაირად შევხედავდით? როცა უნდა ქართველთა პრეზიდენტია, როცა უნდა – უკრაინელია… ნუ გამოეშვათ თავიანთი ქვეყნის საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და ეს ამბები არ იქნებოდა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

Post navigation

Previous: სწორედ 2004 წელს დაიწყო რევოლუციის გზით ხელისუფლებაში მოსული ლიბერალებისთვის მიუღებელი, ტრადიციული ელიტების „ჩარეცხვა“
Next: ახლა მესმის, რა მოხდა, როცა სააკაშვილი დაიჭირეს უკრაინაში – ნუკა არველაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.