Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მუქარები არაა გასაკვირი, არც შავი სიები. ახლა „მაგნიტსკის სია“ აიტაცეს

მარშალ პრესი 09/01/2023
ამირან სალუქვაძე

მუქარები არაა გასაკვირი ამათგან, არც შავი სიები. ახლა „მაგნიტსკის სია“ აიტაცეს. ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს აგროვებდნენ შავ სიებს. კასრების საქმის სიები გაიხსენეთ. მერე 10 წელია აგროვებენ ვინ რა დაწერა, ვინ ვისზე რა თქვა, ვინ რა „დაალაიქა“ და ა.შ. – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც სალუქვაძე წინა ხელისუფლებაზე და მის მოკავშირეებზე აღნიშნავს, მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ.

„ასე რომ ამ ხალხის, წინა ხელისუფლებას და მის მოკავშირეებს ვგულისხმობ, გამოსწორება არ იქნება. არც ქვეყანას მოასვენებენ. მათ არ შეუძლიათ პოზიტიურ დღის წესრიგში ცხოვრება, საქმეზე საუბარი. სააკაშვილის თემაც ამისთვის სჭირდებათ. ხომ დავწერე ამას წინათ, ყველაზე მეტად სააკაშვილი მისი პარტიის პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარეობის კანდიდატებს ჰკიდიათ ფეხებზე მეთქი?! სხვა თემები არ აქვთ: უნდა ისპეკულირონ სააკაშვილის თემით, ევროპული არჩევანით და ა.შ. სიების შედგენას, თუ ფიქრობთ რომ ცუდადაა, ექიმები რატომ არ ჩამოუყვანეთ აქამდე, ხომ გითხრათ ხელისუფლებამ, ჩამოუყვანეთ და გადავიხდითო?! რატომ არ ჩამოუყვანეთ? მაგრამ თქვენ ჯანმრთელი სააკაშვილის თემა არ გჭირდებათ, თქვენ მის ჯანმრთელობაზე საუბარი გაწყობთ. ამ თემაში აღარ უნდა აჰყვნენ. ეს საკითხი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და კლინიკამ“,- წერს სალუქვაძე.

Post navigation

Previous: საქართველო, მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, იმსახურებს ღირსეულ დამოკიდებულებას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან
Next: ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ გაცილებით ძლიერი და ულმობელი ბრძოლა მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.