IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძემ რწმუნებათა სიგელი გადასცა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ზუზანა ჩაპუტოვას. სიგელის გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა საქართველოს ელჩისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის შეხვედრა.

საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

სლოვაკეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება