ეს კაცი, რომელიც ასე გვემუქრება არის ნოდარ ყარალაშვილი რომელიც ამჟამად უკრაინული ლეგიონის ,,გალიჩინას” მეთაური და პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი”- წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი და ეხმიანება უკრაინაში მებრძოლი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერის მუქარას.
“ის ჩართული იყო საქართველოში ყველა ანტისახელისუფლებლო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში. წარსულში, კერძოდ 2010 წელს ის გასამართლდა სსკ 180-ე მუხლით (თაღლითობა, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 11 წლით და ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით).
2013 წელს განთავისუფლდა შეწყალების აქტის საფუძველზე და გაუქარწყლდა ნასამართლეობა. ამჟამად ასრულებს “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ და რთულ დავალებებს. მზადაა ტანკით გადაგვიაროს…”– წერს თამთა მეგრელიშვილი.
