IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თუ ვინმემ დაარღვია ის შეთანხმება, რომელიც „ლეიბორისტების“ ოფისში გაფორმდა, დაარღვია ჩემთან მიმართებაში. მე ამას არ ვთვლი პრობლემად, ჩემი გადასახედიდან, თუმცა ის დისონანსი, რომელიც გიორგი ვაშაძემ შემოიტანა ამ ერთობაში, მოითხოვს გამოსწორებას, – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა.

გამოასწორებს თუ არა მდგომარეობას თაკო ჩარკვიანის კანდიდატურის მოხსნა, ოქრუაშვილი პასუხობს, რომ ბევრი სხვადასხვა ვერსიის განხილვაა შესაძლებელი.

„არა, შესაძლოა გიორგი ვაშაძემ მისი ნომრით არ დააყენოს თაკო ჩარკვიანი და ესეც განვიხილოთ. ძალიან ბევრი ვერსია შეგვიძლია განვიხილოთ. მე ამას პრობლემად არ ვთვლი გიორგი ვაშაძის მიმართ, მაგრამ თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია გიორგი ვაშაძის მიმართ, ამ პრეტენზიას გარკვეული საფუძველიც აქვს“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება