IMG.GE ___________________________________ IMG.GE

საპენსიო სააგენტოს ინიციატივით, მომსახურების პროცესების სტანდატიზაციის და განვითარების მიზნით, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, სამდღიანი ტრენინგი სახელწოდებით – Customer Care and Complai nt Handling მიმდინარეობს.

ტრენინგი საერთაშორისო კომპანია – Develor ორგანიზებით ტარდება და მასში საპენსიო სააგენტოს მონაწილეთა მომსახურების განყოფილების, საოპერაციო დეპარტამენტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის 15 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ტრენინგის ძირითადი ასპექტები მომხმარებელთან ურთიერთობას და გამართულ სერვისებს გულისხმობს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტრენინგის ფარგლებში, განიხილეს შემდეგი თემები: მომხმარებლებზე ზრუნვა და საჩივრებთან გამკლავება, მომხმარებლებზე ზრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, ასერტულობის საფუძვლები და ტექნიკები, რთული კომუნიკაციის შემთხვევები და მასთან გამკლავების გზები.

„საპენსიო სააგენტო საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას მუდმივად ცდილობს. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს მივაწოდოთ სერვისების ევროპული სტანდარტი. ტრენინგებს საპენსიო სააგენტო სამომავლოდაც გეგმავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება