IMG.GE IMG.GE

„ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა დანაყოფებმა ზუსტად იციან ვერც ამ ცვლილებით, ვერც სუფთა პროპორციულით და ვერცერთი დემოკრატიული ცვლილებით, ისინი ვერასდროს ხელისუფლებაში საქართველოში ვერ მოვლენ, – ამის შესახებ  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ,  სოფო კილაძემ  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

მგონია, რომ ეს ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი მითუფრო, რომ მივესალმები ჩვენი კოლეგების ნაწილის მხარდაჭერას, რომლებიც ოპოზიციაში არიან დღესდღეობით, თუმცა, ამ ინიციატივას მხარს მაინც უჭერენ. ეს ძალიან დადებითად შესაფასებელია. თუმცა, იმავდროულად ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს, როდესაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება ხდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, აქ არ იმყოფება „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სხვადასხვა დანაყოფებით და როგორც ყოველთვის, როდესაც ქვეყნისთვის სასიკეთო, პოზიტიური ცვლილება ხდება, ისინი არასდროს არ მონაწილეობენ ასეთ ცვლილებებში. ჩვენ ვიცით, რომ ისინი პროპორციულ სისტემას მხარს არ უჭერდნენ მაშინ, როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ, მათ დიქტატურას პროპორციული სისტემა პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა და დღეს, როცა ისინი ოპოზიციაში არიან, მხარს არ უჭერენ, რადგან ზუსტად იციან ვერც ამ ცვლილებით, ვერც სუფთა პროპორციულით და ვერცერთი დემოკრატიული ცვლილებით, ისინი ვერასდროს ხელისუფლებაში საქართველოში ვერ მოვლენ. მე მგონი, ეს არის სწორედ მათი მოტივატორი, რომ ისინი არ მოდიან არ ერთვებიან ამ ცვლილებებში, არც განხილვის და არც კენჭისყრის დონეზე. სამწუხაროდ, ეს ის რეალობაა, რომელიც დღეს გვაქვს დღევანდელ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება