პატივს ვცემ პატრიარქის დაწესებულ თარიღს, მაგრამ საოცარ პროტესტს იწვევს ჩემში, თუ რატომ ვერ ვღებულობთ განსხვავებულ ადამიანებს – ირმა სოხაძე

649
წაკითხვა/ნახვა

მომღერალმა ირმა სოხაძემ “ღამის კურიერის” ეთერში ჰომოფოიაზე საუბრისას განაცხადა, რომ ყველამ უნდა მივიღოთ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც ვართ. მომღერალი აცხადებს, რომ მასში განსხვავებული ადამიანების მიუღებლობა საოცარ პროტესტს იწვევს.

“მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ოჯახურ სიწმინდეს, მით უფრო იმ თარიღს, რომელსაც პატრიარქი დააწესებს. თუმცა, ჩემში იწვევს აბსოლუტურ გაუგებრობას და საოცარ პროტესტს ის, თუ რატომ ვერ ვღებულობთ ცოტათი განსხვავებულ ადამიანებს, რა გვიშლის ხელს ამაში.

პრაიდი ბევრ ქვეყანაში აღიზიანებთ, ჩვენზე ნაკლებად ჰომოფობიურ ქვეყნებშიც კი. ამას რატომ აკეთებს ეს თემი? – იმიტომ, რომ ყურადღება მიიპყროს და გააპროტესტოს მისი უსამართლოდ დაჩაგრული მდგომარეობა. 

როცა მათ ტაბურეტებით დაერივნენ, ამ ფაქტმა ისინი ძალიან გააძლიერა. 

მივიღოთ ერთმანეთი ისეთები როგორებიც ვართ და ერთმანეთის ჯინაზე ნურაფერს ნუ ვიზამთ. ასეთი ზიზღის გაღვივება ვინმეს ხელს აძლევს?- აცხადევბს მომღერალი ირმა სოხაძე.

17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლისა და ამავდროულად, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.

კომენტარები
მოწონება