ვანო მერაბიშვილმა აგდებულად თქვა – „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“ – სწორედ ამან გამოიწვია გიორგი შარაშიძის მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა, – ამის შესახებ მომღერალ გია გაჩეჩილაძის (უცნობი) სიძის, გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დაპირისპირებისას ადგილი ჰქონდა „2-3-ჯერ ხელის და შემდეგ წიხლის მოქნევას“.
„ჯერ მიამსგავსა, შემდეგ დასაზუსტებლად ჰკითხა, ვანო ხარ მერაბიშვილიო?! მე ვარ ბუტა რობაქიძის მეგობარი, ხომ გახსოვს ბუტა რობაქიძეო. როგორც თვითონ ამბობს, გიორგის აინტერესებდა მისი რეაქცია, რამდენად გამოხატავდა სინანულს, ან რამდენად აგდებულად უპასუხებდა. მან უპასუხა აგდებულად და თქვა – „რაღა დროს ბუტა რობაქიძეაო“. სწორედ ამან გამოიწვია მისი მდგომარეობიდან გამოსვლა და ხელის მოქნევა“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
