ახია მიშაზე. ფული, მიწები, მანქანები, პრივილეგიები – ყველაფერი აჩუქა საპატრიარქოს და ახლა მოსწერეს, შეეგუე მანდ ყოფნას და მეტს ნუღარ მოგვწერო. სხვებმა მაინც ისწავლეთ ჭკუა, სანამ მუხლებს გადაიტყავებთ საპატრიარქოს ზღურბლთან.”– ასე ეხმიანება დავით კეზერაშვილის დიქტორი ვახტანგ სანაია პატრიარქის საპასუხო წერილს მიხეილ სააკაშვილისადმი.
“ვერაფერმა გასწავლათ ჭკუა – სულ ბოლოს ვერც 5 ივლისმა, როცა პირდაპირ სისხლისღვრა მოაწყვეს თბილისის ცენტრში. გაგიკვირდებათ და ერთადერთი, ვინც მათ წინააღმდეგობა გაუწია და დაასუსტა, ივანიშვილია. ოღონდ მას თავისი მოტივაცია აქვს და ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებს – პირად ცხოვრებას, საძინებლებს, ფარულ გადაღებას და ა.შ. საქმე ისაა, რომ ორი მეფე ერთ ქვეყანაში ზედმეტია. თუმცა არც ივანიშვილს მისცემენ მოსკოვიდან უფლებას, ბოლომდე დაასუსტოს, რადგან ივანიშვილს უფრო შეელევიან რუსეთში, ვიდრე საპატრიარქოს. ამიტომ უწევთ ერთმანეთთან პარტნიორობა.”- წერს ვახტანგ სანაია.
იხილეთ პატრიარქის წერილი:
„ბატონო მიხეილ, გულითად მადლობას გიხდით აღსაყდრების დღის მოლოცვისთვის. მეც გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ შობა-ახალ წელს. გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობასა და, პირველ რიგში, ღვთის შეწევნას თქვენს სულიერ ძალთა განსამტკიცებლად და ჭეშმარიტი სხვა რეალობის შესაცნობად“, – აღნიშნულია წერილში.
შეგახსენებთ, რომ პირველად წერილი მიხეილ სააკაშვილმა გაუგზავნა პატრიარქს, რომელშიც ულოცავს აღსაყდრების 45 წლისთავს.
წერილის ნამდვილობას ადასტურებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.
