IMG.GE ___________________________________ IMG.GE

მეზობლები თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში, 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ საუბრობენ, რასთან დაკავშირებითაც, თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით, ბავშვის მამაა დაკავებული.

როგორც ადგილობრივები ყვებიან, 11 წლის ბავშვი ხეზე ჩამომხრჩვალი მამამ იპოვა და სავარაუდოდ, პოლიციაც მან გამოიძახა. მათივე თქმით, მამის შვილზე ძალადობის შესახებ არ სმენიათ, თუმცა ძალადობის ფაქტს ცალსახად ვერ უარყოფენ. მეზობლების განმარტებით, მათი თქმით, მამაკაცს შვილთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა და არ იციან, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მიზეზი.

„ბავშვი მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობდა, დედა წლებია საბერძნეთშია სამუშაოდ წასული. არ ვიცით, რა მოხდა. ხეზე ჩამომხრჩავლი იპოვეს. არ გაგვიგია, რომ შვილზე ეძალადოს, არც ჩხუბის ხმა გაგვიგია, რომ ეჩხუბათ, ხმას მაინც გავიგონებდით. პატარა კონფლიქტი ყველა ჰქონია, მაგრამ ძალადობის შესახებ არ გაგვიგია. კარგი მამა იყო, მაგის გაზრდილია, ზოგადად, არ იყო რთული ადამიანი, არც სვამდა, ოჯახს უვლიდა”, – განაცხადეს ადგილობრივებმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება