IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ყოფილი პარლამენტარი ირინა სარიშვილი შატილში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

გუშინ საღამოდან სტუმრად გახლდით და დღეს დილითაც მხოლოდ საკუთარი კედელი მქონდა გახსნილი.
ეხლა შევიტყვე ამ საზარელი ტრაგედიის შესახებ და რა თქმა უნდა მხიარული საპახმელიო პოსტი ავიღე.
სხვის ტრაგედიებზე ტრადიციულად ჭირისუფალზე მეტად დამწუხრებულებს კი მინდა ვთხოვო – თუ გლოვობენ იგლოვონ და საკუთარი ტროლების საშუალებით სხვების პოსტების თვალიერებას და დამუნათებას თავი დაანებონ. ყველას გირჩევთ ამას, ვის მხარეზეც არ უნდა იყოთ პოლიტიკურად, თორემ მე როგორც თქვენი დახასიათებით ათას ყ…ზე გადამხტარი (სტილი დაცულია), 1 ყ…–ზე გამაგრებულებსაც უცბად ათას მეერთე ყ…ზე გადაგახტუნებთ!”.

ცნობისთვის, შატილში, სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ დაახლოებით 7:00 საათისთვის მოხდა. მიკროავტობუსის 20 მგზავრიდან 17 ადგილზევე დაიღუპა, 3 კი გვიან ღამით თბილისში გადმოიყვანეს.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება