ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია სიყვარული, მშენებლობა, სიკეთე. ამის შესახებ მან 4 იანვარს, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გამართულ აქციაზე, ჯერ მიკროფონში, შემდეგ მეგაფონში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილს არ შეუძლია სიყვარული, მშენებლობა, სიკეთე და 10 წლის განმავლობაში ამას გვაყურებინებენ — ჩვენი უმოქმედობით ამის თანამონაწილეები ვართ… მოქმედება, მოძრაობა, მობილიზება! უნდა წავლეკოთ რუსული ოცნება!“ – თქვა ხაბეიშვილმა მეგაფონში.
