Skip to content
02/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • შემთხვევა

„ჩემი შვილი ვიპოვეთ“ – გორში 18 წლის წინ მოკლული 11 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მარშალ პრესი 10/04/2022
გორი

გორში 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია 2004 წელს გორში გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის დედამ, ხათუნა რაზმაძე – ბერძნიშვილმა დაადასტურა.

„ჩემი შვილი ვიპოვეთ“, – განაცხადა მან.

სხვა დეტალებზე გაუჩინარებული ბიჭის დედა არაფერს ამბობს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ოჯახი ემოციურად რთულ მდგომარეობაშია და დამატებით კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებს.

რაც შეეხება საქმეზე მსჯავრდებულ იაგო ნებიერიძეს, ბრალდებულის დედამ ნუნუ გრიგალაშვილმა განაცხადა, რომ ზაქრო ბერძნიშვილის ცხედრის ადგილსამყოფელის შესახებ ბავშვის ოჯახს ინფორმაცია სწორედ ნებიერიძემ მიაწოდა.

„ბერძენიშვილების ოჯახს ჩემმა შვილმა ციხიდან მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ბავშვის ცხედარი იყო, მაგრამ აღნიშნული ბავშვის გაუჩინარებასა და მკვლელობაში მას ბრალი არ მიუძღვის, უბრალოდ, დაინახა და ინფორმაცია ჰქონდა“, – განაცხადა ნუნუ გრიგალაშვილმა.

„ინტერპრესნიუსი“ შსს-ს დაუკავშირდა, როგორც უწყებაში აცხადებენ, ნაპოვნია ერთი პირის ცხედარი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წლის ნოემბერში გორიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. ბავშვის ადგილსამყოფელის დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა, თუმცა, ცხედრის კვალს ვერ მიაგნეს. არსებობდა ვერსია, რომ 11 წლის ბიჭი ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს. მოგვიანებით, სწორედ ფულის გამოძალვის ბრალდებით როგორც საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, იაგო ნებიერიძე დააკავეს. თუმცა, ნებიერიძეს იმჟამად ბავშვის გატაცებაზე ან მკვლელობაზე ბრალი არ დაუმტკიცდა. მან სასჯელი მხოლოდ ფულის გამოძალვის ბრალდებით მოიხადა.

ზაქრო ბერძნიშვილის საქმის გარდა იაგო ნებიერიძე მთავარი ფიგურანტია 2018 წელს, გორში 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმეში. გოგონას მკვლელობასა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობაში სწორედ იაგო ნებიერიძეს დაუმტკიცდა ბრალი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია და უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.

იაგო ნებიერიძემ 2018 წელს სამართალდამცავებთან განაცხადა, რომ წლების წინ გაუჩინარებული ზაქრო ბერძნიშვილის ცხედერის ადგილსამყოფელი იცოდა და აღნიშნულ ტერიტორიად გორის კულტურისა და დასვენების პარკი მიუთითა. რამდენიმე კვირის განმავლობაში პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა ხელსაწყოებისა და ცოცხალი ძალის გამოყენებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა, სამართალდამცავებმა ცხედარს ვერ მიაკვლიეს.

Post navigation

Previous: ვდგავარ ბერლინში ტროტუარზე მიახლოვდება პოლიციელი ეს მანქანა აქიდან უნდა მოაცილოთ! მეუბნება მკაცრად მას ფაშისტი ვუწოდე
Next: რუსმა სამხედრომ 1 წლის ბავშვი გააუპატიურა და ვიდეო ინტერნეტში ატვირთა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.