IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილის გზაზე,სადაც მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი მანქანას შეეჯახა და 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, ტურისტულ კომპანია „თრეველერ ჯის“ ეკუთვნის.

რეესტრის მიხედვით, კომპანია 2017 წელს დარეგისტრირდა. „თრეველერ ჯის“ დირექტორია შალვა ბოლოთაშვილი. ის ასევე კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელია.

დანარჩენი 50%-ს კი არჩილ ცაგარელი ფლობს.

დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები და მოგზაურობისთვის საჭირო სტანდარტები, ამას გამოძიება არკვევს.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

წყარო – “პრაიმ ტაიმი”

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება