მიხო, შე ჩმორო… იცი, ეს რა სურათია? იცი, შე მკვლელო?! – ნახე, რა ვაჟკაცი ამოდე მიწის ქვეშ!

1773
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს:

“მიხო, შე ჩმორო… იცი, ეს რა სურათია?
იცი, შე მკვლელო?!
აქ ის მომენტია ასახული, სულხან მოლაშვილი რომ დააპატიმრე და მერე რაც მოხდა, მთელმა ქვეყანამ იცის, აღარ მოვყვები.
ნახე, რა ვაჟკაცი ამოდე მიწის ქვეშ!
ვუყურებ და სისხლი მეყინება, ეს რანაირად უნდა გეპატიოს?!
არ არსებობს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას ვერ გაპატიებთ!
🤓
ლეიბი არ მაქვსო… ტელევიზორი არ მაქვსო… ყურთბალიში არ მაქვსო!
დილას რადიოში მოვისმინე, მაგისი ადვოკატი ლაპარაკობდა, სააკაშვილი ფერმკრთალი მეჩვენაო. ფერმკრთალიო, გაიგონეთ? მერე ვიღაცა გამოვიდა, ექიმების ბრიგადა დააკვირდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასო.
ავოიე!
ვინ მიგდია, რით არის უკეთესი სხვა პატიმრებზე?!
საკნის კარი აუტალახეს, შედიან, გამოდიან, შედიან, გამოდიან, ბოდავენ, ბოდიალობენ, ბოდავენ, ისევ ბოდიალობენ, მიედებიან, მოედებიან, მიედებიან, ისევ მოედებიან!
🤓
ამ კაცსაც უნდოდა ტელევიზორი, ლეიბი, ბალიში და ნორმალური მოპყრობა. შვილები მაჩვენეთო, ისვეწებოდა და არ აჩვენეთ, აქედან ინფორმაციას გაიტანსო. მგონი 2 წლისა იყო ის ბავშვი, ინფორმაციის გატანას რომ აპირებდა.
რა ინფორმაცია უნდა გაეტანა, როგორ უწამებდით მამას?!
🤓
მიხო, შე ჩმორო!
გამოდიან შენგან ავანტიურისტები და… თაფლი უკან დააბრუნაო, რათა სასპეკულაციო თემად არ იქცესო. აჰა, ეგე, ეს გინდოდათო? ეხლა მოკვდება, დაიღუპება და დავობლდებითო. არა, ეს გინდოდათო?!
მიშას მაინც ვერ მოჰკლავთო, ის დაამსხვრევს ბორკილებს და ყველას გაგვათავისუფლებსო!
😆
მიხო, ვერა, შანსი არ არი, ჩვენ რომც გაპატიოთ, ამ კაცის სული არ გაპატიებს!” – წერს ზედელაშვილი ფეისბუქზე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება