“ნაცმოძრაობის” მოკავშირეს შტაბი თავზე დაენგრა – კონსტანტინე შარაშენიძე პოლიტიკურ გვამად იქცა

978
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შარაშენიძის შტაბს მხარდამჭერები ტოვებენ – ცნობილი ხდება, რომ მან “ნაცმოძრაობის” რადიკალურ ფრთას ოზურგეთის მერიის “ერთობლივი” მართვა შესთავაზა

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს არჩევნების მეორე ტურამდე მხარდამჭერები ტოვებენ, რადგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ შარაშენიძემ ოზურგეთის მერიის “ერთობლივი” ანუ კოალიციური მართვა “ნაცმოძრაობის” რადიკალურ ფრთას შესთავაზა. აღნიშნულს ადასტურებს ბესო ქათამაძის გარემოცვაც, საიდანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშენიძე-ქათამაძის შეხვედრა გუშინ შედგა.

ამის გამო, პარტიაში პრობლემები აქვს ბესო ქათამაძეს რადგან ოზურგეთში, ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა ირაკლი ღლონტმა და პარტიის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ, პირველი ტურის შემდეგ პრინციპულად განაცხადეს, რომ “ნაცმოძრაობა” მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს და საკუთარი მაჟორიტარების გასაყვანად იბრძოლებს.

“ნაცმოძრაობის” ხმებზე მონადირე შარაშენიძეს შტაბი ეშლება, რადგან მისი პროპაგანდა ამ წლების განმავლობაში, აგებული იყო მითზე, თითქოს მას “ქართული ოცნების” “გარკვეული წრეების” მხარდაჭერა ჰქონდა. მის მხარდამჭერებს ადგილობრივ არჩევნებამდე მართლაც სჯეროდათ ამის, თუმცა “ქართული ოცნების” მხრიდან მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძის დასახელებამ, შემდგომ კი, შარაშენიძის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებამ და ცენტრალური მედიის მხრიდან მისი კორუფციაში მხილებამ, ეს მითი საბოლოოდ დაარღვია. დარჩენილ მხარდამჭერებს კი, ვისაც ბოლომდე სჯეროდა შარაშენიძის “პრო-ოცნებისტობა”, საბოლოო წერტილი “ნაცმოძრაობის” რადიკალურ ფრთასთან გარიგებამ დაუსვა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება