IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილის გზაზე საზარელი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ეს ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის ტური იყო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აწყობს ტურებს.

სოფელ ბარისახოში დუშეთის მერის წარმომადგენლის, მზექალა არაბულის ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომელიც შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მანქანას შეეჯახა და სწორედ ეს გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

„მანქანას არის დაჯახებული და ხევშია გადავარდნილი დიდი სიმაღლიდან, მეორე მანქანა არ გადავარდნილა“, – განაცხადა მზექალა არაბულმა „რუსთავი 2“-თან.

თვითმხილველი, რომელიც შატილის გზაზე ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა, მომხდარის დეტალებზე ambebi.ge -სთან საუბრობს.

მისი თქმით, მერსედესის „სპრინტერის” მიკროავტობუსი სისწრაფით მიდიოდა, შემდეგ მუშების გაჩერებულ და ცარიელ მანქანას დაეჯახა და ისიც გადააგდო ხევში.

„შემთხვევის ადგილზე, ხევში რომ ჩავედი, საშინელი სურათი დამხვდა. მიკროავტობუსი დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, მგზავრებიდან 17 ქალია, 3 – მამაკაცი. ოციდან ერთი კანადის მოქალაქე ყოფილა, რომელიც ზუსტად არ ვიცით, საიდან მოვიდა, მათ დაემგზავრათ, თუ რა მოხდა“, – ამბობს თვითმხილველი.„ამ 20-დან 4 ცოცხალი ამოვიყვანეთ და ერთი მალევე გარდაიცვალა“, – აცხადებს თვითმხილველი.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე მგზავრებით სავსე მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად გარდაიცვალა 17, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება