IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 სრულწლოვანის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. სხდომაზე უკვე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯება.

ადვოკატების ამტკიცებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფები უდანაშაულოები არიან და შესაბამისად, პატიმრობაშიც არ უნდა იმყოფებოდნენ.

“არაფერი განსაკუთრების წაყენებას არ ვაპირებ. იმიტომ, რომ თავშივე ვითხოვდი, რომ აღმკვეთის ღონისძიება საერთოდ გამოყენებული არ უნდა ყოფილიყო. აბსოლუტურად უკანონოა ეს ყველაფერი, რაც ახლა ტატიაშვილის ირგვლივ ხდება. მოლოდინი არანაირი არ გამაჩნია. მიმაჩნია, რომ ნებისმიერი ჩვენი მხრიდან გამოხატული პოზიცია არანაირ შედეგს არ მოიტანს. წინასწარ არის გაწერილი, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ,” – განაცხადა გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ.

არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერიძე ამბობს, რომ მათი პოზიცია პატიმრობის გაუქმებაა და არცერთი აღმკვეთის ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული. ადვოკატი ამბობს, რომ ისინი სასამართლოს გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის საქმეზე სულ დაკავებულია 17 პირი, მათგან 6 არასრულწლოვანია.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება