ევროკომისარი ეწვევა საქართველოს, რაც კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა ევროკავშირისთვის – მაკა ბოჭორიშვილი

187
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ევროკომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს. ეს არის კიდევ ერთი დასტურია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა ევროკავშირისთვის და რა დატვირთვა აქვს საქართველოსთან პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირისთვის, – ამის შესახებ ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

მისი თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ძალიან კარგი შეხვედრა გამართეს.

„ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგში მდგარ საკითხებზე. ევროკავშირის მხარდაჭერაზე ჩვენი ქვეყნის მიმართ, ასევე სამომავლო გეგმებზე. თუ რა ტიპის პროექტები და პრიორიტეტები გვექნება ევროკავშირთან ურთიერთობებში უახლოესი წლების განმავლობაში.

ევროკომისარმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში ეწვევა საქართველოს. ჩვენ მოხარულები ვართ და ეს მისასალმებელია. ეს არის კიდევ ერთი დასტური, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთან ურთიერთობა ევროკავშირისთვის და რა დატვირთვა აქვს საქართველოსთან პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირისთვის“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

კომენტარები
რეკლამა
მოწონება