IMG.GE ___________________________________ IMG.GE

შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევას წუხელ გვიან ღამით თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.

მერმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

“დღეს მომხდარმა საშინელმა ავტოკატასტროფამ ყველანი შეგვძრა. დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. მთელი საქართველო ვგლოვობთ დაღუპულებს. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, ახლობლებს. სიტყვები უძლურია ასეთ დროს… ვიმედოვნებთ, რომ სამი გადარჩენილი მგზავრის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი მალე გამოჯანმრთელდებიან,”- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება