თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს – კახა კალაძე

177
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თბილისის მერია საპატიო თბილისელებს წელსაც დააჯილდოებს, – ამის შესახებ
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2021 წლის „თბილისობის“ მუსიკალური წარმოდგენა 8 ოქტომბერს
ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო აღარ გაიმართება.

„მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო, „თბილისობა“ სატელევიზიო ფორმატში,
მუსიკალური წარმოდგენით და საპატიო თბილისელის დაჯილდოებით
აღინიშნებოდა, 200-ზე მეტი მუსიკოსისა და სოლო შემსრულებლის, ორი
ორკესტრის, ბენდების, ანსამბლების, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფის 100-
მდე წევრის მონაწილეობით. ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, უარი ვთქვით
„თბილისობის“ მუსიკალურ ნაწილზე და პროექტისთვის გამოყოფილი თანხა
დაღუპულთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდში გადაირიცხება“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, 23-24 ოქტომბერს, თბილისში საშემოდგომო ნობათის
გარევაჭრობა გაიმართება.

„23-24 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საშემოდგომო ნობათს, სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ყველა კუთხიდან. ამისთვის გამოიყოფა
სპეციალური ადგილები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. აღნიშნულ დღეებში
გარევაჭრობა ნებადართული იქნება ჩუღურეთში, მეტროსადგურ მარჯანიშვილის
მიმდებარე ტერიტორიაზე; სამგორში – ვიქტორ კუპრავას ქუჩის N10, ე.წ. სვანების
ბაზრის ტერიტორია; გლდანში, ნოზაძის ქუჩაზე; დიდუბეში – სტანისლავსკის
ქუჩაზე, („დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია); დიღმის მასივში – პაიჭაძის
ქუჩა N1-ში (სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე); საბურთალოზე – სპორტის
სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვაკეში – გეგეშიძის ბაღში“, – აღნიშნა კახა
კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება