IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ისნის რაიონში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კახიშვილი, სოფელ ბისოსთან მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება, რა დროსაც სამგზავრო მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და 17 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.

“შემზარავი ტრაგედია მოხდა სოფელ ბისოსთან. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გმირი ექიმები კი ამ წუთებშიც იბრძვიან სხვა დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლის გადარჩენისთვის.

მთელი საქართველო განიცდის მომხდარს და გლოვობს დაღუპულ შვილებს. მე დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.”- წერს კახა კახიშვილი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება