საახალწლო კონცერტი დედოფლისწყაროში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დედოფლისწყაროში წინასაახალწლო ღონისძიება ბენდ ,,ურსას“ კონცერტით და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში დედოფლისწყროს კულტურის სახლის ეზოში მრავალფეროვანი აქტივობები მიმდინარეობდა.
ჩატარდა ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საბავშვო კონცერტი, აგრეთვე, ტერიტორიაზე მოწყობილი იყო საბავშვო გასართობი სივრცე და საშობაო ბაზრობა , სადაც ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა.
