მევახშე მაზაკვალს შეურიგდა – “ლელო ცაგერში გახარიას პარტიის მერობის კანდიდატს მხარს დაუჭერს

470
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ “ფორმულას” ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მიუხედავად გიორგი გახარიას მიმართ მისი დამოკიდებულებისა, ცაგერში მისი პარტიის მერობის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს “ლელო” მხარს დაუჭერს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნუნ ტელეკომპანისათან საუბრისას განაცხადა, გახარიას მიმართ მას ბევრი კითხვა აქვს, როგორც მოქალაქეს, მათ შორის, 20 ივნისთან დაკავშირებით. ამასთან, გახარიას და ხაზარაძეს შორის არსებობს მუქარის წერილიც, რომელიც, “ლელოს” ლიდერის თქმით, მაშინდელი პრემიერისგან მიიღო, თუმცა, ახლა მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” უმრავლესობა დაკარგოს.

“ჩემი გადასახედიდან, ჩვენ უნდა მივეჩვიოთ იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე წყენაა. ადრე თუ გვიან ყველაფერი ნათელი უნდა გახდეს, მე ვენდეტას კი არ ვითხოვ, მე ვითხოვ, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რეალურად რა მოხდა. იმიტომ, რომ მე ხვალინდელ დღეზე მინდა, ორიენტაცია გავაკეთო და ეს ქვეყანა ჭაობიდან ამოვიყვანო.

ამ განცხადების უკან კონსულტაციები არ იდგა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვლაპარაკობ. ჩვენ გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატს ცაგერში დავუჭერთ მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთპარტიული მმართველობა დამთავრდეს საქართველოში. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ ოცნებას გამოვართვათ მიტაცებული ხელისუფლება, რომელსაც იყენებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ,” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება