“სამართლიანობის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერავინ გააცოცხლებს რეჟიმის მიერ დახოცილ ბიჭებს” – სუბარი სააკაშვილის დაკავებაზე

241
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

“სამართლიანობის მთლიანად აღდგენა შეუძლებელია, იმიტომ რომ ვერავინ გააცოცხლებს რეჟიმის მიერ დახოცილ ბიჭებს,” – ეს განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა გადაცემაში “არჩებნები 2021” მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას გააკეთა.

როგორც სუბარმა გადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, მხარდამჭერები ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას “ტყუილად ელიან.”

“როგორც არავინ ელოდა, რომ სააკაშვილი გისოსებს მიღმა აღმოჩნდებოდა, ისე ტყუილად ელიან, რომ სააკაშვილი შეიძლება გათავისუფლდეს. მას ორ საქმეზე განაჩენი აქვს გამოტანილი, ორ საქმეზე კიდევ მიდის გამოძიება. ერთ საქმეზე სავარაუდოდ დაიწყება გამოძიება, შეიძლება დაწყებულიც არის, მე არ ვიცი – საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით იქაც დაწყებულია გამოძიება, როგორ დატოვა თავისი ქვეყანა. ასე რომ, შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი საქმე იყოს, სადაც შეიძლება მისი ბრალეულობა გამოიკვეთოს,” – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება