IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კახიშვილი მოსახლეობას შეხვდა.

“საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ. საკმაოდ თბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ისნის რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. მათთან დიალოგი საინტერესო და ამავდროულად, ნაყოფიერი იყო. მათ ჩემი სტრატეგია გავაცანი, სანაცვლოდ კი გულითადი რჩევები მივიღეთ.

“არა ტყუილ დაპირებებს” – ჩემი კამპანიის სლოგანმა ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მოწონება დაიმსახურა. დავპირდი, რომ მანკიერ პრაქტიკას, რაც ოპონენტების მისამართით ბრალდებებს გულისხმობს, ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასდროს გამოვიყენებ.

კონსტრუქციული და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც ისნის რაიონის, თბილისისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.”- განაცხადა კახა კახიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება