ქართველები არჩევანს მტრებზე, მოღალატეებზე და უპრინციპოებზე არ აკეთებენ!

955
წაკითხვა/ნახვა

ქართული ოცნების დეპუტატი და პოლიტსაბჭოს წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“ყველა ვთანხმდებით, რომ ნაცები არიან ქვეყნის მტრები! მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად უამრავ შეცდომას უშვებენ საკუთარი სამშობლოს წინაშე, უკვე რაღაცნაირად შევეგუეთ, რომ მათგან სხვანაირად არც არის მოსალოდნელი და უმეტეს შემთხვევებში აღარც არაფერი გვაკვირვებს.

ამ ეტაპზე, ბევრად უფრო უცნაური მოვლენები, ახლადგამოჩეკილი მოღალატეები არიან! ვითომ რომ არ იმჩნევენ, ბრტყელ-ბრტყელი განცხადებებით გამოდიან, არადა ზემოთ ხსენებული ქვეყნის მტრების ინტერესებს მონურად ემსახურებიან!
მმართველობის ნებისმიერ ეტაპზე, ქართული ოცნების გუნდისთვის, პრიორიტეტი ყოველთვის იყო სამშობლოს ინტერესები და ადამიანი!
ბევრი ცდილობდა გუნდში ადგილის დამკვიდრებას, პირადი ზრახვების გასატარებლად, მაგრამ დროს ვერცერთმა ვერ გაუძლო და საზოგადოებამ ყველას თავისი სახელი დაარქვა!
ქართველები არჩევანს მტრებზე, მოღალატეებზე და უპრინციპოებზე არ აკეთებენ! რამდენიმე თვეში კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ გამარჯვებას, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა 4️⃣1️⃣ “- წერს სამხარაძე.
კომენტარები
მოწონება