IMG.GE ___________________________________ IMG.GE

სოსო მანჯავიძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“მეგობარმა დამირეკა – ნათელაშვილს მოუსმინე იმნაიშვილთან, რეებს ლაპარაკობსო.
გადავახვიე.

ერთი პრობლემაა,რომ  ამ ადამიანს შუბლის ძარღვი.საერთოდ გაწყვეტილი აქვს.
მეორე, უფრო დიდი პრობლემა ის არის, რომ მას ჰყავს თავისი კლასტერი, რომელიც მას ამ ერთროულად უსირცხვილო, ინფანტილურ და ბოროტ დემაგოგიას უწონებს.

მესამე და კიდევ უფრო მძიმე პრობლემაა, რომ ქვეყანაში არსებობს 3-4% ადამიანებისა, ვინც ამ საოცრებას ხმას აძლევს, თანაც რეგულარულად.

მეოთხე , სამარცხვინო ხასიათის პრობლემაა, რომ ეს პერსონაჟი “ქართული ოპოზიციის” მთავარი კონსოლიდატორია, სწორედ მან შეკრიბა თავის სახლ-პარტიის ოფისში ეს ბორგვნილი პუბლიკა.

და ბოლოს, მთავარი და კატასტროფული პრობლემა ისაა, რომ ეს მომსახურების ზონიდან გასული ხალხი სერიოზული საერთაშორისო ძალების იარაღია, რომლებიც მათ საკუთარი იმტერესების გასატარებლად იყენებენ და აქ ბელორუსული სცენარის გათამაშებისთვის ემზადებიან.

სავსებით ნათელია, რომ “ოცნება” არ არის სრულყოფილი, მაგრამ ესენი საშიში და ამბიციური გიჟები არიან, პნევმატური ჩაქუჩები იმ ძალების ხელში, რომლებიც ნგრევის მანიით არიან შეპყრობილნი.

ამიტომ ამათი ასეთი გათამამება არ შეიძლება, რაც არ უნდა გამჭვირვალე არჩევნები ატარო, მაინც იტყვიან, გააყალბესო და ვიღაცეები დაუდასტურებენ ,ახლად არჩეული პარლამენტის “არასაკმარისი მრავალფეროვნების” გამო.
და ბოლოს.

ამ პერსონაჟის მიერ შექმნილი ერთობის წევრებმა და მათმა მომხრეებმა, გთხოვთ გამათავისუფლოთ მათთან მეგობრობის პატივისაგან”- წერს სოსო მანჯავიძე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება