IMG.GE ___________________________________ IMG.GE

გარდაიცვალა ნაირა კალანდია, აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომლის ისტორიაც ერთ-ერთი ტრაგიკული და გამორჩეულია, რადგან ომის დროს, კაზაკმა სეპარატისტმა მას მოკლული შვილის თვალი გადააყლაპა და ასე გაამწარა.

ინფორმაციას ნაირა კალანდიას გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტი რაულ ქირია ავრცელებს.

ეს ქალბატონი ნაირა კალანდიაა და ალბათ, ძალიან ბევრმა იცის შემზარავი ამბავი, რომელიც მას უკავშირდება – აფხაზეთის ომის დროს მტრის მხარეს მებრძოლმა კაზაკმა მას შვილის თვალი გადააყლაპა… აფხაზეთის იძულებით დატოვების შემდეგ ყოველ წელს, 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღეს ნაირა კალანდია გმირთა მემორიალთან ისედაც დაუვიწყარ ტკივილს – აფხაზეთის დაკარგვას, კიდევ მეტი სიცხადით გვახსენებდა ყველას.

მე მას ვიცნობდი, მახსოვს როგორი გულანთებული ელოდებოდა აფხაზეთში დაბრუნებას, თუმცა… ქალბატონი ნაირა გარდაიცვალა, ვწუხვარ, ვუსამძიმრებ მისი ახლობლებს, ყველას, ვინც იცნობდა, ვისაც ახსოვდა. ის იყო ერთგვარად აფხაზეთის სიმბოლო და ჩემს მსგავსად კიდევ ბევრს ალბათ, ნაირა კალანდია ყოველი წლის 27 სექტემბერს სევდით, ტკივილით და მაინც იმ იმედით გაახსენდება, რომელიც მას ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს...”- წერს რაულ ქირია.

ნაირა კალანდია ასევე გადაღებული იყო აფხაზეთზე შექმნილი სიმღერის “გამარჯობა აფხაზეთო შენი” ვიდეოკლიპში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება