IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭო დღეს გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

საზოგადოებას მოეხსენება, რომ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, რამდენიმე საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ორგანოების პოლიტიკური თანამდებობის პირთა, ასევე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება.

დღეს გაიმართა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელზეც შემდეგ კანდიდატებზე მოხდა შეჯერება:

ქუთაისში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილი;

თერჯოლის მერობის კანდიდატი, თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი;

ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია – კობა ლურსმანაშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი;

ონის მერობის კანდიდატი – დავით ჩიკვაიძე, ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი;

კასპის მერობის კანდიდატი – ვახტანგ მაისურაძე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თბილისის საკრებულოს კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – კრწანისის გამგებელი, ლევან ჯაფარიძე;

ბათუმში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ტიტე აროშიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

ქობულეთში, უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ცოტნე ანანიძე;

ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილია – ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მოქმედი მერი.”– ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება