დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ახალი წლისთვის ემზადება. ქ. დედოფლისწყაროში საახალწლო განათებები ჩაირთო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში”, ქვეყნის 63 ქალაქში, 24 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.
მთავარი სადღესასწაულო კონცერტი დედოფლისწყაროში ხვალ გაიმართება.

