Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რაღაცნაირად ლიდერის იმიჯით არ გამოიყურება და ესეც ძალიან დაბლა წევს თანაგრძნობის საკითხს – ლელა რაზიკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

მარშალ პრესი 29/12/2022
ლელა რაზიკაშვილი

სააკაშვილის თავზე მიმდინარე პროცესები არის სამედიცინო და სამართლებრივი პროცესი, რომელიც ტრანსფორმირდება გარკვეული ჯგუფების მიერ პოლიტიკურ პროცესებად და ეს ძალიან აზიანებს ჩვენ ქვეყანას შინ და გარეთ, – ამის შესახებ ვაჟა ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი ლიდერის იმიჯით არ გამოიყურება და ესეც ძალიან დაბლა წევს თანაგრძნობის საკითხს.

„იმ პიარკამპანიით, რომელსაც სააკაშვილის ფრთა საზღვარგარეთ ეწევა, პრაქტიკულად ამით ქართული ნაციის გამარგინალებას ეწევა. გარედან ისე ჩანს ეს, რომ ჩვენ ვართ ნაცია, რომელსაც არ აქვს სიბრალულის უნარი სნეული პრეზიდენტის მიმართ. მე პირადად შეურაცხყოფილი ვარ ამით, რომ გვნათლავენ ისე, რომ ვართ თანაგრძნობის უნარის დეფიციტის მქონე ადამიანები და არ გვაქვს ელემენტარული ჰუმანიზმი ადამიანის მიმართ.

მესიჯი, მიშა, წამება და ციხე პირდაპირ ახდენს იდენტიფიცირებას მხოლოდ იმ 9 წელსა და წამებაზე და არა იმაზე, რაც ახლა ხდება. ეთერში რომ შემოვდიოდი ერთმა ჩემმა ახლობელმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ ის იყო ძალიან ავად ციხეში და წამალი მოითხოვა, რაზეც დაცინვით უთხრეს, წამალი რად გინდა შენთვის ცინკის კუბოა და შემდეგ დაგრგავთო. ერთი სურათია ეს, მეორე კი ოროთახიანი ლუქსი, უამრავი მნახველით. როდესაც ლიდერები ხვდებიან განსაცდელსა და ციხეში, მათ აქვთ საშუალება გამოავლინონ მათი პირადი ღირსებები. ვიცით ლიდერები, რომლებსაც გაცნობიერებული აქვთ, რომ ლიდერი გზა შეიძლება გადიოდეს ციხეზე, განსაცდელზე და ეშაფოთზეც კი. რაღაცნაირად ლიდერის იმიჯით არ გამოიყურება და ესეც ძალიან დაბლა წევს თანაგრძნობის საკითხს“, – განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა.

Post navigation

Previous: მისაღებია სასწრაფო ზომები – ნანა კაკაბაძე
Next: ვერც ერთი ობიექტური კრიტერიუმითა და თვალსაზრისით სააკაშვილის თემა ვერ უნდა გახდეს ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე, რადგან საქართველო სააკაშვილის წინაშე მართალია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.