Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთის მერმა მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

მარშალ პრესი 28/12/2022
ავთანდილ თალაკვაძე

დღეს, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მოადგილეებთან ნათია გოლიაძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად მერიაში მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა გამართა.

„ საქმიანი და დატვირთული წელი იყო, ბევრი რამ განვაახლეთ და ავაშენეთ, ბიუჯეტი გავზარდეთ და მაქსიმალურად ბევრ ოჯახს დავეხმარეთ. შედეგად, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ახალ, 2023 წელს უკეთეს გარემოში ხვდება.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიდევ ბევრი ადამიანი ელოდება ჩვენგან ქმედით დახმარებას, პრობლემების გადაჭრას და ახალ ინიციატივებს. თანამოქალაქეებზე ზრუნვა და მათთან უშუალო კომუნიკაცია ჩვენთვის ყოველთვის იქნება პრიორიტეტი. დღესაც, სამუშაო საათები მოქალაქეებთან შეხვედრებს დავუთმეთ და მათ დამდეგი შობა – ახალი წელი მივულოცეთ“- განაცხადა მერმა.

Post navigation

Previous: დედოფლისწყაროს მერიამ მრავალშვილიან ოჯახებს საახალწლო საჩუქრები გადასცა
Next: მისაღებია სასწრაფო ზომები – ნანა კაკაბაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.