IMG.GE ___________________________________ IMG.GE

დღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერებს გავეცანი, რომელიც გამოძიებას გამოთხოვილი ჰქონდა და სამწუხაროდ, ისევ არასრული იყო, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა  პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, დღეს ასევე,  „ჰიუნდაის“ წარმომადგენლებთან  გაიმართა შეხვედრა და უახლოეს დღეებში თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა ჩაუტარდება.

“გარკვეული პირები დაიკითხნენ, გამოჩნდნენ ახალი ფიგურანტები, რომელთა დაკითხვაც მიმდინარეობდა. საქმეს ემატება ტომები, უფრო მოცულობითი გახდა ყველაფერი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა კუთხით წავა ყველაფერი და გამოჩნდება ის მთავარი, რასაც ქვია თამუნას გარდაცვალების მიზეზი, ან ის ჯგუფი, რომელმაც ეს ჩაიდინა.

ჰიუნდაის” წარმომადგენლებთან შეხვედრა ეხებოდა თამარის ავტომობილს. უახლოეს დღეებში მოხდება სათაო ოფისთან კომუნიკაცია და უახლოეს დღეებში უნდა მოხდეს ექსპერტიზის ჩატარება ავტომობილთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება