Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

 დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო

მარშალ პრესი 28/12/2022
320467193_3332539580334214_1456061326298324014_n

დედოფლისწყაროს 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ქ. დედოფლისწყაროში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის მიმდინარე პროექტის ფიზიკური სამუშაოების 95% დაასრულა.

პროექტის მიხედვით, დალის მთის წყალსაცავიდან 38 კმ-იანი მაგისტრალი მოეწყო, დასრულდა 9.5 მილიონის ღირებულების 35 კილომეტრიანი ელ. გადამცემი ხაზი, რომელიც მაგისტრალური ხაზის მუშაობისთვის არის აუცილებელი.

აშენდა სატუმბი სადგურები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძველ და დასრულების ეტაპზეა ახალი რეზერვუარვუარის მშენებლობა. ასევე, დასკვნით ეტაპზეა წყალმომარაგებისთვის აუციელებლი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული სამუშაო. პროექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 2023 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობა 24 საათიანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალი 14 სოფლის 23 000-მდე ბენეფიციარიც.
კომპანიის მიერ მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის სრულ რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს. მათი საერთო ღირებულება 52 მლნ. ლარს შეადგენს.

Post navigation

Previous: არ მეცოდები მიშა და არ მინდა არც ჩაცმულს და მით უმეტეს ლოგინში მოკუნტრუშეს გხედავდე – პატიმრის დედის წერილი მიხეილ სააკაშვილს
Next: კახა კალაძემ მერიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.