Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია

მარშალ პრესი 28/12/2022
ირაკლი ღარიბაშვილი

დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისისა და ახალციხის თეატრების რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე  მიმდინარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები  – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია და ამ მიზნით თითქმის 100 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

„კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის მიმართლებით, მოკლედ გეტყვით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის, ფოთის, დმანისის თეატრების, ახალციხის თეატრის რეაბილიტაცია-მშენებლობა, ასევე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სპორტის მიმართულებით ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები, ყველა სტადიონის რეაბილიტაცია, შეკეთება, განახლება. ასევე ვგეგმავთ ჩვენ გაისად ვუმასპინძლოთ ევროპის ჩემპიონატს, 21 წლამდე ფეხბურთში, ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად, რაც რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სანახაობა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამ მიზნით გამოყოფილი არის თითქმის 100 მილიონ ლარამდე, მიმდინარეობს სრული რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სტადიონებისა და სავარჯიშო მოედნების. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და რეგიონებში დარჩება უეფას სტანდარტებით გაუმჯობესებული სტადიონები”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Post navigation

Previous: პარლამენტში დანთებულმა ცეცხლმა არ დაგწვათ, ფრთხილად – ელისო კილაძე ხატია დეკანოიძეს
Next: საახალწლოდ განათებული ახმეტა (ფოტოები)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.