IMG.GE ___________________________________ IMG.GE

“ლეიბორისტული პარტიის”  ლიდერის შალვა ნათელაშვილის თქმით,   პარტიის ოფისი მის სახელზე იმიტომ არის გაფორმებული, რომ პროვოკატორებმა არ წაართვან.  როგორც მან “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა, 2002 წელს ოფისი საკუთარი ნაშოვნი თანხით იყიდა და პარტიას გადასცა.

“ოფისზე მე ვარ პასუხისმგებელი, სანამ მე ვარ პარტიის თავმჯდომარე. იქნება სხვა პარტიის თავმჯდომარე – ის იქნება პასუხისმგებელი. რა არის ამაში დანაშაული? მე ვარ პარტიის თავმჯდომარე და ჩემი საკუთრება გადავეცი პარტიას, ცუდია რამე? მე ვარ პარტიაში და პარტიის ბინაში.

ოფისი ჩემს სახელზე იქნება სანამ პარტიაში არ იქნება ახალი თავმჯდომარე. თანხა მე ვიშოვე 2002 წელს და ვიყიდე პარტიისთვის ოფისი. იცით რატომ არის ჩემზე გაფორმებული? აი ისეთმა პროვოკატორებმა, თქვენ რომ წაიკითხეთ წეღან გვარი და კიდევ სხვებმა, რომ არ შეიტანონ სასამართლოში სარჩელი და არ დაითრიონ ოფისი. ოფისი რომ არ წაიღონ, რაც ყველა მოღალატეს ხელისუფლების დავალებით უნდოდა,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება