Skip to content
13/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ – დავით ქართველიშვილი

მარშალ პრესი 27/12/2022
დავით ქართველიშვილი

„სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ.“– ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ ლიდერის, მურმან დუმბაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „მორალურად არ იყო გირგვლიანი იმ სუფრასთან მართალი, არ არის მოკლული, ჩვენ ვერ მოვიტანთ რაიმე დოკუმენტს.“

როგორც ქართველიშვილი წერს, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ საფლავებიდან საკუთარი “ჯალათ-ბელად-დინის” მიერ ყველა წამებაში დახოცილს. „გადავიდნენ “ნეკროშეტევაზე” ეს ამორალური ლეშები.

ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანენ ახლა საფლავებიდან საკუთარი “ჯალათ-ბელად-დინის” მიერ ყველა წამებაში დახოცილს. იტყვიან, რომ შამათავას მოკლული დათო ცინდელიანიც არ უნდა ჩაძირულიყო ფეხებზე ბეტონმიმაგრებული შავ ზღვაში. არც ბუტა რობაქიძე იქნებოდა მართალი იმ “უმწეო” პოლიციელების მიმართ. არც პოლკოვნიკ თეთრაძეს უნდა აღეძრა ჯალათებში საკუთარ დაბადების დღეზე თავისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვდინება. არც “ყავარჯნიან თემურაში” ვნებათა აღზევება უნდა გამოეწვიათ მის მიერ გაუპატიურებულებს… სხეულებზე ხომ იძალადეს, ახლა მათ სულებსაც მიადგნენ და მათ ხსოვნაზე ძალადობენ.

რომელ მორალზე გველაპარაკებიან – მათ ჰგონიათ, რომ ცოცხლებს წარმოადგენენ. გან-სულიერებულების სიცოცხლე ვის გაუგია…და მათ ნურც იმის იმედი ექნებათ, რომ ოდესღაც გარდაიცვლებიან. ისინი უბრალოდ – მოკვდებიან. ზეციურ საქართველოში მათ მიერ დახოცილი ქართველების უკვდავ სულებთან გადაკვეთა, უბრალოდ მაგარი უსამართლობა იქნება.“ – წერს ქართველიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ისეთი ექსპერტები ჰყავთ უცხოეთიდან ჩამოყვანილი, რომელთა დასკვნებს მათი ქვეყნის სასამართლოც კი არ ცნობს
Next: კახა კალაძე უკრაინელ მოზარდებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.