Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მხოლოდ 39-მა სახელმწიფომ მიმართა ჰააგას და მათ შორის საქართველოა დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც მოითხოვს უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას

მარშალ პრესი 10/04/2022
მათიკაშვილი

მხოლოდ 39-მა სახელმწიფომ მიმართა ჰააგას და მათ შორის საქართველოა დოკუმენტის თანაავტორი, რომელიც უკრაინაში სამხედრო დანაშაულის გამოძიებას მოითხოვს. იმ პირობებში, როდესაც საქართველოს დამოკლეს მახვილივით ჰკიდია 30-35 კილომეტრში რუსული ტანკები, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან, უკრაინის მხარდასაჭერად ყველა პოლიტიკური საშუალებაა გამოყენებული.

,,ჩვენი მხრიდან ყველა პოლიტიკური საშუალებაა გამოყენებული იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. მოგეხსენებათ, საქართველოსაც გააჩნია ერთი ხმა უკრაინის მხარდასაჭერად, ჩვენ ვართ თანაავტორი და თანასპონსორი იმ განცხადებების და რეზოლუციების, რომელიც საერთაშორისო დონეზე კეთდება. ეს არის გასათვალისწინებელი,’’ – განაცხადა გადაცემა ,,აქტუალური შაბათის’’ ეთერში დავით მათიკაშვილმა.

Continue Reading

Previous: დაღუპულია ორი 2 ქართველი მებრძოლი და დაჭრილია 4, მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება
Next: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025