Skip to content
28/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი – ედიშერ გვენეტაძე

მარშალ პრესი 27/12/2022
ედიშერ გვენეტაძე

,,აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო,” – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე მიხეილ სააკაშვილის საქმის ამერიკელი ექსპერტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ერიკ გოლდსმიტის დასკვნას ამერიკული სასამართლო არ ენდობა.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, მსგავსი ქმედებებით ვერაფერს მიაღწევენ.

,,აი კიდევ ერთი ნათელი ნიმუში იმისა, რაოდენ ბრძენია ქართველი კაცი, რომელიც ამბობს: “ძაღლი შინ არ ვარგოდა სანადიროდ გარბოდაო”! ზუსტად ასეა მიშას ამერიკელი ე.წ. ექსპერტის საქმე, რომელსაც მის ქვეყანაში არ უჯერებენ არაფერს, მიაჩნიათ მატყუარად, ფლიდად!

აქ კი თაღლითთან და სიმულიანტთან ჩამოყვანილი თავად უმაღლესი დონის მიშასმაგვარი სუბიექტი ბელადის მომხრეებს მიაჩნიათ მეტრად! ჰო მიაჩნდეთ და აზომინეთ მილიმეტრობით ეგ თქვენი დაზეთილი და რუმბივით გაგორებული ფალავანი! რაც დაიჭირეთ და რასაც დაიჭერთ აგერ სახეზეა!’’ – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Post navigation

Previous: რატომ უნდა ენდოს საქართველოს სასამართლო იმ ამერიკელ ექსპერტს, რომლის დასკვნებსაც ამერიკის სასამართლო არ ენდობა?!
Next: 28 დეკემბერს პრეზიდენტის სასახლესთან აქცია გაიმართება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.