Skip to content
08/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, მაშინ გიწევს საეჭვო რეპუტაციის ექსპერტების ჩართვა საქმეში

მარშალ პრესი 27/12/2022
ირაკლი კობახიძე

როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს ბუნებრივია, გიწევს საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ამერიკელ ფსიქიატრთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი – შექმნან არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს.

„ზოგადად დღეს არ მინდა საერთოდ სააკაშვილის თემაზე საუბარი, ეს არ არის ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს ის თემები, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერმა. როდესაც საქმე გვაქვს სიმულაციასთან, ასეთ დროს გიწევს ბუნებრივია საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ეს ყველაფერი არის სიმულაციის ლოგიკური გაგრძელება. ადგილი აქვს 450 დღიან სიმულაციას და ბუნებრივია ასეთ დროს გიწევს არა მაღალი რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა საქმეში, არამედ სწორედ საეჭვო რეპუტაციის მქონე ექსპერტების ჩართვა. ამ სიმულაციას სინამდვილეში აქვს ერთადერთი მიზანი რაღაცნაირად შექმნან საბაბი, არა საფუძველი, არამედ საბაბი შეწყალებისთვის, მაგრამ სიმულაცია წესით არაფრის საფუძველი არ უნდა იყოს. 450 დღიანი სიმულაცია არის ის, რაც მე მგონი საზოგადოებას თავიდან ბოლომდე მობეზრდა“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: მიდი ზელენსკი, მიდი, ხომ ხედავ შენ გარეშე ჩავლპით – ლევან ბუთხუზი
Next: ჩვენთან არის ძალიან იაფი ელექტროენერგიის ფასი, ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით მეტი ძალისხმევის მიმართვა,

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.